spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადამიანები ისტორიით: ოთარ ტატიშვილი

ოთარ ტატიშვილი – ეს სახელი მუსიკისა და ხელოვნების სამყაროში არცთუ ჩვეულებრივი მოცემულობაა. ის არის მრავალმხრივი ნიჭის მატარებელი ადამიანი – კომპოზიტორი, პიანისტი, მომღერალი, პედაგოგი, მხატვარი, რომელიც საკუთარი შემოქმედებით არამხოლოდ ქართველი მსმენელების, არამედ საერთაშორისო აუდიტორიების გულის მოგების უნიკალურ შესაძლებლობას ფლობს.

მისი მუსიკა არა მარტო გრძნობების გამოხატვაა, არამედ ერთგვარი გამოვლინება მთელი ერის ისტორიის, შინაგანი ბრძოლების და დიდი წარმატებების სურათი. მისი მუსიკა სულიერი მოგზაურობაა. კომპოზიტორის შემოქმედებას არაერთი ქვეყანა გაეცნო, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საბერძნეთი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა.

ოთარ ტატიშვილი პოპულარული სიმღერების და რომანსების, სიმფონიების და საფორტეპიანო კვინტეტის ავტორია: მიუზიკლი “ჩარლის დეიდა” (1998, პრემიერა, ცხინვალის დევნილი თეატრი), სიმფონია “Memento Patriam!” (2012 წელი), საფორტეპიანო კონცერტები, საფორტეპიანო “ამაღლება” (2012), სავიოლინო კონცერტი (2012), საფორტეპიანო კონცერტშტუკი “Deja Vu” (2012), საფორტეპიანო ციკლი “ეთნომანია” (2012 გრან-პრი, იტალია), საფორტეპიანო სონატები, სიმებიანი კვარტეტი N1 (2014), საფორტეპიანო კვინტეტი (2013), ტრიო კლარნეტის, ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (2015), კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (2024), ინსტრუმენტული პიესები და სხვ.

200-ზე მეტ სიმღერიდან ორმოცი შეტანილია ოქროს ფონდში.

ოთარ ტატიშვილი 12 აპრილს 70 წლის ხდება. მისი ცხოვრება და კარიერა შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ინტელექტი, ემოცია და შემოქმედება ერთმანეთს შეუერთდეს, რაც ქმნის მდიდარ და მრავალფეროვან ადამიანურ და მუსიკალურ სამყაროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები