spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე  იმსჯელეს, რომლითაც  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობისას  რიგი ქმედებები განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები. კერძოდ,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად დარეგულირდება, როგორც ეს ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში, რაც გამოიხატება შესაბამისი სამართალდარღვევების ვიდეოფირით დაფიქსირებაში.
 
„კანონპროექტით, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება“, -განაცხადა  კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რესან კონცელიძემ.
 
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები