spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ემატება ახალი ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა. აღნიშნული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულისთვის პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის, კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას.

 

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება თავისი შინაარსითა და აღსრულების ფორმით გაზრდის მოსამართლეების შესაძლებლობას, აღკვეთის ღონისძიებების ყველაზე მკაცრ და მსუბუქ სახეებს შორის არსებული დიაპაზონიდან შეარჩიონ ადამიანის უფლებების ყველაზე ნაკლებ შემზღუდველი და, ამავდროულად, შესაბამისი რისკების ეფექტიანად დამზღვევი ღონისძიება.

 

სარჯველაძის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის საქმეებზე დაზარალებულთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც დაზარალებული იმყოფება მიახლოების აკრძალვის ღონისძიების ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით აღსრულება უფრო ეფექტიანს გახდის ამ დამატებით ღონისძიებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების უფრო მაღალ დაცულობას.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი და ბაია კვიციანი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები