ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე კენჭისყრა გაეროში 7 აპრილს გაიმართება.
რუსეთის გარიცხვის ინიციატვით აშშ და გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ გამოვიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-სთვის სიტყვით მიმართვისას ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ ისაუბრა.
საბჭო 47 წევრი ქვეყნისგან შედგება. წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი მესამედია საჭირო.