spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის 8 აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ ბორჯომის საკრებულოს “ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და  პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბორჯომელი  გმირების ხსოვნას. 

 

ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული ბორჯომელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

 

აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები