spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა: დავით ვარდიაშვილმა, შოთა როსტიაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბორჯომის  მუნიციპალიტეტების მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად    მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

 

კოსტავას სახელობის ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. 

 

გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი მოეწყობა. ტერიტორია გალამაზდება შადრევნებით და დეკორატიული განათებებით. ფუნქციური ზონები ერთმანეთს დაუკავშირდება გრანიტის ქვაფენილით, რომელიც განათებული იქნება ლამპიონებით. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტები.კოსტავას სახელობის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ფარგლებში, გზის სავალი ნაწილის ქვაფენილით მოპირკეთდა, ფეხით სავალი ნაწილის გრანიტის ფილები დაიგო,  მოედნის მიმდებარედ  სკვერი მოეწყო. 
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000  ლარით ფინანსდება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დაბა ბაკურიანში  ურბანული განახლება მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ ქუჩებზე სახლების ღობეების განახლება მიმდინარეობს.
დაბა ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სათამაშო მოედნები და ტურისტული ზონები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომლის მეშვეობითაც მოხდება კავშირი ქვედა და ზედა ზონებს შორის.

 

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტები და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. 

 

ბაკურიანის ცენტრალური პარკი სათხილამურო კურორტის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ სივრცეს წარმოადგენს.

 

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები