spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

TOLOnews-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. პრეზიდენტთან ერთად მისი თანაშემწეები არიან. ასევე ვრცელდება ცნობები ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰის გაქცევის შესახებ.

 

ღანის ავღანეთიდან წასვლაზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, AlJazeera-ს ცნობით კი, პრეზიდენტი ტაჯიკეთში გაემგზავრა. 

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თალიბანის“ წარმომადგენლები ავღანეთის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში არიან და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდებიან. მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს „ქაბულის მშვიდობიანად გადასაცემად და ძალაუფლების გადასაბარებლად“ აწარმოებენ.

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ, რის შემდეგაც აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.

 

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. 

 

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა, პირველ მაისს კი ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები