spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადიდებულმა მდინარემ აბაშაში ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში ​რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

 

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ადგილობრივების კუთვნილი ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სახნავ-სათესი სავარგულები. 

 

დაზარალებული მოსახლეობის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაეხოცათ შინაური ფრინველი და გაუნადგურდათ მოსავლის ნაწილი.

 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები