spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადმინისტრაციულ შენობებზე ოპოზიციამ უკრაინის დროშები გადმოფინა

საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის  მუნიციპალიტეტებში  ადმინისტრაციულ შენობებზე უკრაინის დროშები გადმოიფინა.  ოპოზიციის აქცია-პერფორმანსები დედაქალაქსა და რეგიონებში ერთდოულად გაიმართა. 

 

 “არა ომს”, “არა პუტინს”, “შეწყდეს უკრაინის ოკუპაცია”, – ამ მოწოდებებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა დროშები მუნიციპალიტეტების შენობების აივნებიდან და ფანჯრებიდან გადმოფინეს. 

 

ქარელი აღჩნდა ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ოპოზიციას დროშის გადმოფენის საშუალება არ მისცა. 

 

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა გორში უკრაინის დროში გადმოფენის პროცესი, ოპოზიციის წევრებს დროშის გადმოფენაში ხელს  დაცვის პოლიციის თანამშრომლები უშლიდნენ. 

 

ხმაურის გარეშე დასრულდა დროშის გადმოფენის პროცესი ქუთაისში,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დროშა საკუთარი ოთახიდან გადმოფინეს. 

 

დროები გადმოფინეს ბათუმში,  ფოთში, ოზურგეთში და სხვა ქალაქებში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები