spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – 26 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და ოპერაცია უნდა დასჭირდეს, რომ გადაიყვანონ?

26 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მაინც და მაინც ოპერაცია უნდა დასჭირდეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანონ?  – აცხადებს რუსთავის ციხეში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.

 

მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად, პატიმრის სამოქალაქო  საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას ოპერაცია დასჭირდება.  

 

“ჯანდაცვის მინისტრს თუ დავუჯერებთ, პაციენტს თუ ოპერაცია არ დასჭირდა, სხვა შემთხვევაში არ გადაიყვანენ კლინიკაში და ოპერაციის გარეშეც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდეს, ხო? რას ნიშნავს ოპერაცია თუ ესაჭიროება მხოლოდ? 26 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მაინც და მაინც ოპერაცია უნდა დასჭირდეს, რომ გადაიყვანონ? კრიტიკულად მძიმე იცი მისი მდგომარეობა, რეანიმატოლოგებმა გადაარჩინეს მისი სიცოცხლე და ამისათვის მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მათ”, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.  

 

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაკავშირებულია პრეზიდენტის სიცოცხლის რისკთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები