spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გიორგი ჩიკვაიძის ეტაპირება ვერ ხერხდება საბადრაგო სამსახურის მხრიდან

ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გიორგის ეტაპირება ვერ ხერხდება საბადრაგო სამსახურის მხრიდან, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა თემურ ადონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლოზე დასწრება სურს.

“ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ გიორგის ეტაპირება ვერ ხერხდება საბადრაგო სამსახურის მხრიდან. გიორგის მოთხოვნა იყო, ის სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუნდაც, საკაცით, ეტლით გამოცხადებულიყო.  მისთვის უმთავრესია, ამ სხდომაზე მიიღოს მონაწილეობა და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს, ის სასამართლოში უნდა დაიკითხოს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, ის სასამართლოში გამოცხადდეს და მისი ეტაპირება განხორციელდეს.  ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, მოხდება მისი ჩართვა თუ არა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა თემურ ადონიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძის პროცესია ჩანიშნული. დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები