spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – დაკავების მომენტში და იზოლატორში გადაყვანის დროს ზურა დათუნაშვილზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა

დაკავების მომენტში ზურაზე განხორციელდა ძალადობა. ასევე, როდესაც ის საპატრულო პოლიციაში ჩასვეს და გადაჰყავდათ იზოლატორში, მანქანაშიც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, – ამის შესახებ ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იყვნენ.

“ქართულმა ოცნებამ” მოაბილიზა “ტიტუშკები”, მათგან ერთ-ერთმა მოახდინა ზურას პროვოცირება, სავარაუდოდ, ეს პოლიციელი იყო, ვინც სამოქალაქო ფორმაში იყო და მანვე გასცა განკარგულება ზურას დაკავებაზე.

დაკავების მომენტში ზურაზე განხორციელდა ძალადობა. ასევე, როდესაც ის საპატრულო პოლიციაში ჩასვეს და გადაჰყავდათ იზოლატორში მანქანაშიც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ზურას აღენიშნება ხილული დაზიანებები კისრის არეში, ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული, სხვა რამე ხილული დაზიანებები არ აქვს”, – განაცხადა ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

მსოფლიო ჩემპიონი და “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი ზურა დათუნაშვილი 4 დეკემბერს “ქორთიარდ მარიოტთან” მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები