სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა გაითვალისწინა და პატიმრობაში გაუშვა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. დღეს საჩივარი შევიტანეთ და თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება მოვითხოვეთ, – ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებმაც ჩაიბარეს განჩინება და ისინიც გაასაჩივრებენ.
“ყველამ ნახეთ სპექტაკლი, რომელიც დაიდგა სასამართლოში – ანდრო ჭიჭინაძეს შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რომელიც სრულიად დაუსაბუთებელია. სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა გაითვალისწინა და პატიმრობაში გაუშვა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. დღეს საჩივარი შევიტანეთ და თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლება მოვითხოვეთ. ასევე, სასამართლოს მივეცით საშუალება გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს, რასაც დავეთანხმებით. როგორც მაქვს ინფორმაცია, დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებმაც ჩაიბარეს განჩინება და ისინიც გაასაჩივრებენ”, – განაცხადა მიგინეიშვილმა.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.