spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – იმ მიზეზით იყვნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლები შესული გლდანის ციხეში, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინათ მათთვის

რეჟიმის ტყვეები მოინახულეს ამ ადამიანებმა. იმ მიზეზით იყვნენ დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენლები შესული გლდანის ციხეში, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინათ მათთვის. ეს ხდება საგამონაკლისო წესით, – ამის შესახებ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ევროსაბჭოს წარმომადგენლების ციხეში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საქმის მასალების და მტკიცებულებების გარკვევის შემდეგ გაკვირვება ეტყობოდათ.

“რეჟიმის ტყვეები მოინახულეს ამ ადამიანებმა. სწორედ ამ მიზეზით იყვნენ დღეს ევროსაბჭოს წარმომადგენლები შესული გლდანის ციხეში, რომ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ ევროპელი ლიდერები არიან ჩვენ გვერდით და რომ სოლიდარობა გამოეცხადებინათ მათთვის. ეს ხდება საგამონაკლისო წესით. ნათელი მაგალითია იმის, რომ მხარს უჭერენ იმ უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც ჯერ ვერ იპოვა სამართალი.

განიხილეს ანდროსთან ერთად როგორ გრძნობს თავს მსახიობი ოთხ კედელში გამოკეტილი, პიროვნულად როგორია მისი ყოველი დღე და ასევე, რაც მთავარია, ის დარღვევები, რომელიც არსებობს საქმეში. ცოტა გაკვირვება შევატყვე მე  ამ ადამიანებს, როდესაც  ვუყვებოდით ჩვენ ფაქტებს, რომლებიც არის საქმეში და ასევე მტკიცებულებებს, რომლებიც თითქმის არ არის სისხლის სამართლის საქმეში.

ასევე, ვუყვებოდით ხელოვნურად გაერთიანებულ საქმეებზე, ვუთხარით უკანონოდ შეფარდებულ პატიმრობაზე უკვე ორჯერ და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს გადადებულ პროცესზე, რომელიც სრული აბსურდით  და უმიზეზობით გადაიდო. ავუხსენით, რომ საქმეში იყო ისეთი არაფერი, რაც დაადასტურებდა ბრალეულობას.

ამ პიროვნებებს ცალსახად დღეს არ გაუკეთებიათ შეფასებები, სწორედ იმიტომ არიან ისინი აქ, რომ დოკუმენტში ასახონ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი, თუმცა მათ დასმულ კითხვებზე ვხვდებოდი, რომ სწორად აქვთ გააზრებული ამ ხალხს,  დღეს სად არიან, რატომ არიან და რაში შეუძლიათ,  ეს ინფორმაცია რომ გამოიყენონ”, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წარმომადგენლები გლდანის ციხეში დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს შეხვდნენ. დელეგაცია დღეს ზვიად ცეცხლაძესაც მოინახულებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები