spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მაგრამ ჩამოვიდა მოსახლეობის გვერდით დასადგომად

მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა საზღვარგარეთ, მაგრამ ჩამოვიდა საქართველოს მოსახლეობის გვერდით დასადგომად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ რეაბილიტაციის მოთხოვნის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი საქართველოში ყოფნაა.  

 

“სააკაშვილის იყო საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ძალიან კომფორტულად და ამის მიუხედავად, გარისკა საკუთარი სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჩამოვიდა  საქართველოში იმ ფორმით, რომ არ  შექმნოდა საფრთხე არავის, გარდა თავად  სააკაშვილისა, ასე რომ, მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მოსახლეობის გვერდით დამდგარიყო საქართველოში დემოკრატიისა და პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად, სწორედ ამ  მიზნით ჩამოვიდა ის საქართველოში და ეს  არის მისი თავისუფალი არჩევანი”, –  განაცხადა საძაგლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები