spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკაის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა.

 

როგორც საძაგლიშვილმა სააკაშვილის მონახილების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება. 

 

“მინდა მოგახსენოთ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა კრიტიკულ ზღვრამდე და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა – ახლა შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესება და დღის წესრიგში დადგება დაუყონებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა”,- განაცხადა ადვოკატმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები