spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში

ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს, –  ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში.

“ბატონ ზურასაც ვესაუბრე და კლინიკამ ითხოვა, კლინიკაში გარკვეული დრო დაეყო, კვლევები ჩატარებულიყო, რაღაც ცვლილებებიც აღმოჩნდა გასტროენტეროლოგიურ კვლევებში.

ქალბატონი მზია კვლავ ითხოვს, დაუყოვნებლივ დაბრუნდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობს, რომ არავისგან არანაირ შეღავათს არ ითხოვს. ხვალ, შესაძლოა, შემოვიდეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა ჯგუფი და უნდა გაირკვეს, რა სახის კვლევები იქნება საჭირო, დანარჩენი ხვალ გაირკვევა. ქალბატონი მზიას მოთხოვნაა, თუ რამე კვლევაა დარჩენილი, დღეს ჩატარდეს, ხვალ ექიმებიც შევიდნენ და მაქსიმუმ, ხვალ საღამოს დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედში” რჩება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები