პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოზეა და მათ ეფექტურად უნდა გაუწიონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას მონიტორინგი, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს დააკვირდებიან პენიტენციურ დაწესებულებაშიც.
“მზია ამაღლობელს დააკვირდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი მოთხოვნა იყო, რომ პენიტენციურში დაბრუნებულიყო, ფაქტობრივად, ის ამას “ვივამედში” მოთავსების დღიდან ითხოვდა, თუმცა ექიმები აღნიშნულის უფლებას არ აძლევდნენ, ახლა მიეცა მას ამის უფლება, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ექიმები შესაძლებელია, თვლიან მის გადაყვანას.
იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი დღე ადამიანმა იშიმშილა, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოზეა და მათ ეფექტურად უნდა გაუწიონ მზიას ჯანმრთელობას მონიტორინგი”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა.