spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – სააკაშვილის გაძევების კანონიერი საფუძვლები არ არსებობს

კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების კანონიერი საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა ასეთი შესაძლებლობა შესაძლოა, ხელისუფლების უკანონო ქმედებების შედეგად გაჩნდეს, – ამის შესახებ Front News-ს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.

 

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის უკანონო ექსტრადირება მოხდეს და ასევე უკანონო მეთოდებით ქვეყნიდან გააძევონ”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამის კანონიერი საფუძვლები არ არსებობს, თუმცა სასამართლო პროცესების დაჩქარების მცდელობებმა სააკაშვილზე შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს.

 

“ხელისუფლება აჩქარებს პროცესებს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებს, რაც მეტად დაჩქარდება სასამართლო, შანსები სამწუხაროდ, მით უფრო ნაკლები იქნება”, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები