spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ადვოკატი – სასამართლო და პროკურატურა რომ თავს არიდებდეს მართლმსაჯულების განხორციელებას, მსგავსი შემთხვევა არც ერთი ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს

სასამართლო და პროკურატურა თავს არიდებდეს  ბრალდებულთან კომუნიკაციას, მსგავსი შემთხვევა  მართლმსაჯულების ისტორიაში არ არსებობს, –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა. 

 

“დღევანდელ სხდომას კანონის თანახმად ქვია ბრალდებულის პირველი წადგენა სასამართლოში. მთელი პროცესის განმავლობაში სასამართლო და პროკურატურა ამტკიცებდა, თუ რატომ არ უნდა მოეყვანათ მიხეილ სააკაშვილი. გაგვიგია, რომ ადამიანები ემალებიან სასამართლოს და თავს არიდებენ გამოცხადებას, მაგრამ სასამართლო და პროკურატურა რომ არიდებდეს თავს მართლმსაჯულების განხორციელებას და არ უნდოდეს ბრალდებულთან კომუნიკაცია, მსგავსი შემთხვევა არა თუ საქართველოს, არამედ არც ერთი ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში ფიზიკურად არ არსებობს”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

მისივე თქმით, მოსამართლემ ადვოკატებს მოთხოვა, რომ სახელით არ მიემართათ. 

 

“მართალია, რომ მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი სახელის და გვარის ამ უსამართლო პროცესში მონაწილეობის გამო”, – აღნიშნა ადვოკატმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები