spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს

როდესაც მეუბნებიან,  პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, რომ პრეზიდენტს აქვს ტემპერატურა, არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, – ამის შესახებ აცხადებს მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატი შოთა თუითბერიძე, რომელიც  დღეს პატიმრობაში  მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. 

 

ადვოკატი  უახლოეს საათებში მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმის  ნიკოლოზ ყიფშიძის შეშვებას მოითხოვს. 

 

“პენიტენციურ სამსახურს აქვს სანდოობის პრობლემა და მე ნამდვილად არ ვიცი,  როდესაც მეუბნებიან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, რომ პრეზიდენტს აქვს ტემპერატურა, ეს სიმართლეა თუ არა, ამიტომ ვითხოვთ დაუყოვნებლივ მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის დაშვებას საპრყობილეში,  რათა დავრწმუნდეთ, რომ პენიტენციური სამსახური უბრალოდ სადამსჯელო ღონისძიებას არ ახორციელებს პრეზიდენტის წინააღმდეგ“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.  

 

თუთბერიძის თქმით, რისკის მიუხედავად, ის მზადაა  შევიდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და გაუწიოს მას შესაბასმისი მომსახურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები