spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – თეა გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ მამა-შვილ თეიმურაზ და გიორგი შერგელაშვილების წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

 

გოდოლაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

 

“მტკიცებულებების მოპოვების დროს გამოვლინდა, რომ თეა გოდოლაძის მიმართ ჩადენილია მძიმეც და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. არ ეხება იმ კონკრეტულ დანაშაულს, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული, ეს არის ახალი დანაშაული, რომლის მტკიცებულებებიც ჩვენ მოვიპოვეთ დაახლოებით 14 აგვისტოს, შემდეგ 4 სექტემბერს ჩვენ გავუცვალეთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები და ბრალდების მხარე ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპამდე ბრალდების მხარეს რეაგირება არ ჰქონია”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები