spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – თემურ ქათამაძე პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე

ის პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე, – ამის შესახებ დაკავებული თემურ ქათამაძის უფლებადამცველმა მარიამ გაბროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 15 თებერვალს ქათამაძეს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა კვლევები.

“სამედიცინო დოკუმენტაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვფლობთ 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე მხოლოდ და ამის შესახებ ჯერჯერობით არ მოგვწოდებია ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც მიმართული გვაქვს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისთვის და ველოდებით პასუხს. ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ, 15 თებერვალს იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, როგორც ის ამბობს, მას ჩაუტარდა გამოკვლევები, გადასხმები, თუმცაღა რამდენიმე საათის შემდეგ ის კვლავ დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომ დარჩენილიყო კლინიკაში მუდმივი მონიტორინგის მიზნით. ამაზე მას უარი უთხრეს, რასთან დაკავშირებითაც ახლა ის პროტესტს გამოთქვამს და უარს ამბობს დროებითი მოთავსების ცენტრში გამოკვლევების ჩატარებაზე”, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს. 18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება. თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები