spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – თემურ ქათამაძეს უკვე დაკლებული აქვს 17 კილოგრამი, ამ კლებას აქვს შემდგომი გართულებები

ბათუმის აქციების მედროშის თემურ ქათამაძის ადვოკატის განცხადებით, მას უკვე 17 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც თვალსაჩინოა, ასევე აღენიშნება კლების შემდგომი გართულებები.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მათ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის სახალხო დამცველს მიმართეს.

“შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, ყოველთვის აქვს პასუხი, რომ არის მხნედ, თუმცა ამის მიღმა არსებობს შიმშილობის ეს პერიოდი, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი კლება წონაში, მას უკვე დაკლებული აქვს 17 კილოგრამი, როგორც თავად ამბობს და ეს თვალსაჩინოც არის და რა თქმა უნდა, ამ კლებას აქვს შემდგომი გართულებები.

დროებითი მოთავსების ცენტრში მუდმივად მოწმდებიან იქ მყოფი პირები, ბატონი თემურიც, თუმცა იქ გადიან ისეთ შემოწმებას, როგორიცაა წნევის, შაქრის და სატურაციის გასინჯვა, რაც შიმშილობის ამ ვადის გათვალისწინებით არ მოგვცემს იმ შედეგს და არ აღწერს იმ ვითარებას, რაც რეალურად არსებობს.

რაც შეეხება გამოკვლევებზე გადაყვანას, ჩვენ სახალხო დამცველსაც მივმართეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის, რადგანაც მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ ვფლობდით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველს გადასცეს მისი დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ გამოიკვეთა გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, რასთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე ბატონი თემური უარს აცხადებს, კლინიკაში გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება.

ეს არ არის ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ემუქრებოდეს სამართალდამრღვევად ან დამნაშავედ ცნობა და ადვოკატს უწევდეს რაღაც კონკრეტულ საქმეზე მუშაობა. იმ კონკრეტულ შემთხვევაზე მტკიცებულებების მოძიება. ამ ადამიანს აქვს წინა პერიოდი 40 წლის განმავლობაში ისტორია, რომელიც მხოლოდ მან იცის, მხოლოდ მას მიუწვდება ამ მტკიცებულებებზე ხელი და ამ შიმშილობის პერიოდში ის მუდმივად ცდილობს მისი შეზღუდული წვდომიდან გამომდინარე მაინც რომ მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები მის საქმეებთან მიმართებით”, – განაცხადა ადვოკატმა “ფორმულასთან”.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ, 28-ე დღეა შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები