spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით

ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს, – ამის შესახებ ზურა დათუნაშვილის უფლებადამცველმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 48 საათი ხვალ გადის და დიდი ალბათობით, ხვალ მის საქმეს სასამართლოში შეიტანენ და პროცესი გაიმართება.

“ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს.

მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია. შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ მასთან შევა ექსპერტი, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებს. 48 საათი ხვალ გადის და დიდი ალბათობით, ხვალ მის საქმეს სასამართლოში შეიტანენ და პროცესი გაიმართება”,- განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები