spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – ზურაბ ზვიადაური ამბობს, რომ არავის სიკვდილი, გაუბედურება და დაზიანება არ სურდა, გულწრფელად ნანობს

ადვოკატები ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს შეხვდნენ. მათი თქმით, ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

“მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. 

 

მოწმეებს ჩვენც გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს, რადგან არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

 

ადვოკატებმა დღესვე ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები