spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ.

ისინი მე-13 ხელფასს და დაპირებულ პრემიას მოითხოვენ.

ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი სამუშაო ანაზღაურება დაბალია.

მათივე თქმით, ქარხნის მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება, რომ თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზრდებოდა და პრემიასაც გასცემდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ ქარხანა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, პროტესტს დღესვე შეწყვეტენ და მუშაობას გააგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები