სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარას განცხადებით, სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას შესაძლოა, ოთხი წელი დასჭირდეს.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციის შემუშავებას შესაძლოა, სამი წელი დასჭირდეს.
გარდა ამისა, ალ-შარას თქმით, ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე დაიშლება “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი”, რომელიც მონაწილეობდა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაში.
სირიის ახალი ლიდერი ასევე იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააუქმებს სანქციებს, რომლებიც ადრე დაუწესდა სირიას ასადის რეჟიმის მმართველობის გამო.
რამდენიმე კვირის წინ მეამბოხეებმა სირიაში დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს. თავად ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.