spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ.
 

 

ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.
 

 

ციფრული ბარათის უპირატესობებია:
·         ბარათის გააქტიურება შესაძლებელია მომენტალურად;
·         მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
·         მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
·         ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
 

 

ციფრული ბარათის  შეკვეთა  და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან  ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, მოთხოვნისთანავე აქტიურდება.
 

 

ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები