spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აკაკი ბობოხიძე – კეზერაშვილს ჩაუვარდა “პროექტი მელია“ და ახლა ცდილობს “პროექტი ვაშაძე” გააკეთოს

კეზერაშვილს ჩაუვარდა “პროექტი მელია“ და ახლა ცდილობს “პროექტი ვაშაძე” გააკეთოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კეზერაშვილის გეგმის მიხედვით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ისეთი ლიდერი უნდა მოვიდეს, რომელიც პოლიტიკური წონით გიორგი ვაშაძეს ვერ გადაფარავს. 

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოვიდეს ისეთი ლიდერი, რომელიც აქტივობით შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური წონით ვერ გადაფარავს გიორგი ვაშაძეს.  რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება იმ სამეულთან უნდა მოხდეს.  ეს ტაქტიკურად, სხვათაშორის, არასწორად გათვლილი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც მიიღებს ფორმას „ნაციონალებთან გაერთიანებად“, ბიძინა ივანიშვილს გაუადვილებდა მომავალში საქმეს. ახლა დაიწყო პროცესი ისე, თითქოს სამია ინიციატორი და მასთან უნდა მივიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ოღონდ „ნაციონალური მორაობა“ იმდენად მსხვილი პარტიაა თავისი მასშტაბით, თავისი ამომრჩევლით, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება წამყვანი, ამიტომ მას უნდა ყავდეს ისეთი ლიდერი,  რომელიც ოთხეულში თუ ხუთეულში რომ დაჯდება, იქ აუცილებლად უპირატესობა უნდა იყოს გიორგი ვაშაძის“, – განაცხადა ბობოხიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები