spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აკაკი ბობოხიძე – ხაბეიშვილს მუდმივად გაყვება, რაც მან აღიარა

ხაბეიშვილს მუდმივად გაყვება,  რაც მან აღიარა, რომ კეზერაშვილს ცილს სწამებდა  პირადი ინტერესების გამო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ამ საკითხში ხაბეიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს გვანან, რადგანაც  ცილისწამება იყო 2016 წელს სააკაშვილის მხრიდან გიორგი ვაშაძის ივანიშვილთან კავშირში დადანაშაულება.   

 

“ხაბეიშვილს მუდმივად გაყვება კეზერაშვილზე რაც მან თქვა და აღიარა, რომ ცილს სწამებდა კეზერაშვილს პირადი ინტერესების გამო. იქაც ორმაგი ტყუილი თქვა, როდესაც გამოსწორება სცადა – გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ბოღმით დავწამე ცილიო. 

 

2016 წელს, როდესაც  ხაბეიშვილმა როდესაც დატოვა “ნაციონალური მოძრაობა“,  არაფერს შუაში არ იყო არც გიგა ბოკერია და არც თამარ ჩერგოლეიშვილი. უფრო მეტიც, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად ისეთივე ბრალი წაუყენა გიორგი ვაშაძეს და მასთან გაყოლილ ხაბეიშვილს, რომ ეს ნაბიჯი გიორგი ვაშაძემ გადადგა ბიძინა ივანიშვილთან  შეთანხმებითო. სხვათაშორის, ჩვენს გუნდს გიორგი ვაშაძისთვის ეს ბრალი არც მაშინ წაუყენებია და არც ახლა. ამაშიც კი გვანან ერთმანეთს“, – განაცხადა ბობოხიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები