spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკაკი მინაშვილი – ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, თუ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდება, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატობის სტატუსს

საჯაროდ და შეხვედრაზეც ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, თუ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდება, საქართველო  ვერ მიიღებს კანდიდატობის სტატუსს, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ყველა იმ მტკივნეული საკითხის შეახებ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. 

 

“დავსვი ქვეყანაში პოლიტიკური დევნილების არსებობის საკითხი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლების  აუცილებლობის შესახებ. საუბარი იყო სასამართლოზე, ანტიკორუფციულ საკითხებზე, დეოლიგარქიზაციაზე, მათ შორის იმ აგდებულ დამოკიდებულებაზე, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებით. საჯაროდ და შეხვედრაზეც ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, თუ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდება, საქართველო, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, ვერ მიიღებს კანდიდატობის სტატუსს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები