spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკაკი მინაშვილი – მთავარი საუბარი იყო ის, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ

მთავარი საუბარი ამ რამდენიმე საათში იყო ის, თუ როგორ მოვახდინოთ და მოვახერხოთ, რომ ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აკაკი მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილთნ შეხვედრიას შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი თავისუფლებაშეზღუდულია, ის ქვეყნის პრობლემებზე ფიქრობს. 

 

“მთავარი საუბარი ამ რამდენიმე საათში იყო ის, თუ როგორ მოვახდინოთ და  მოვახერხოთ, რომ ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან გამოვიყვანოთ.  რა მომავლის ხედვა უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, რა პირობები უნდა იყოს იმისათვის, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ კარგად და ბედნიერად და როგორ მივაღწიოთ ამას.  ეს იყო, საუბრის მთავარი თემა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს თავისუფლება შეზღუდული,  რომ მას არ აქვს კარგი პირობები, მისი მთავარი საფიქრალი და მთავარი  მიზანი არის ის, რომ ეს მხნეობა, რაც აქვს, გამოიყენოს ქვეყნისთვის”,- განაცხადა მინაშვილმა,

 

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინაშვილის თქმით,  ფიზიკურად სუსტად არის, მაგრამ მხნედ გამოიყურება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები