“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აკაკი მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.
აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ბაჩო დოლიძეს კი საორგანიზაციო მდივნის პოზიცია ეკავა.
პოზიციას ტოვებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარაიაც.
ბაჩო დოლიძის თქმით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა.
აკაკი მინაშვილის განცხადებით კი, პარტიიდან არ მიდის, თუმცა აქტიურ პროცესებს ჩამოშორდება და გადაწყვეტილებებში არ იქნება ჩართული.