ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები, გარე განათების სისტემა და შიდა საუბნო გზები.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
“აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.