spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალდაბაში და ყვიბიში ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს

ახალდაბაში და ყვიბიში ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. 

 

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა შემდეგი პრიორიტეტული წინადადებები;

 

•დაბა ახალდაბაში სასაფლაოს ტერიტორია შემოიღობება და სკვერი მოეწყობა; 

 

• სოფელ ყვიბიში სანიაღვრე არხის მოწყობა;

 

სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართება.

 

განსახორცილებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, გუშინ დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

თითოეულ სოფელში, 20 ათასიდან 40 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

 

პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები