spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

დაბა ახალდაბაში, რუსთაველის ქუჩაზე კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილირაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს, შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, მოეწყო კიბე, აივანი და დეკორატიული ხის მოაჯირი. ასევე განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, სრულად განახლდა მინი საკონცერტო დარბაზი.
კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ადგილობრივი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 232145 ლარით დაფინანსდა.

 

ახალდაბის კულტურის ცენტრში განთავსებულია მერის წარმომადგენლის ოფისი, ბიბლიოთეკა, სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი. 

 

“მოგეხსენებათ, აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში არ გარემონტებულა. ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლებსა და დაბებში კულტურის სახლის განახლება. ცენტრს ექნება როგორც კულტურული ასევე, საგანმანათლებლო დატვირთვა. 

 

ახლადრეაბილიტირებული ცენტრი მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები