spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში,  შენობის პირველ სართულზე იცვლება კარ-ფანჯარა, იხურება სახურავი, ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია შიდა კიბის რეაბილიტაცია.

 

აღნიშნული სამუშაოებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან 247 237 ლარია გამოყოფილი.

 

სამუშაოებს შპს “ბესთ ბილ გრუპი” ასრულებს.

 

ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები