სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.
“თუ ხარ 20-30 წლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი/კურსდამთავრებული;
ხარ კომუნიკაბელური, კრეატიული, გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი!
შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
ტრენინგი.
განაცხადების მიღება გრძელდება 24 აპრილის ჩათვლით.
ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/posts/1081889853975330“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.