spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – “საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში”

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – “საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში”.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18-დან 29 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.

კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი);

იცნობდეს საკონკურსო თემატიკას;

იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება:

დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი;

გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში;

ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე;

გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში;

ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 19 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – UNDelegate@youthagency.gov.ge.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსი – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ ნაწილია პროგრამის – „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და, ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა.

საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/posts/1056967173134265

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები