spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით ქართველმა ემიგრანტებმა გერმანიაში საპროტესტო აქცია გამართეს

გერმანიაში შევიკრიბეთ ქართველები, რადგან გავაპროტესტოთ გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები საქართველოში. რუსული რეჟიმი თავისი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ გერმანიაში მყოფმა ემიგრანტმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტები მოუწოდებენ საქართველოს ოპოზიციას და ქართველ ხალხს ერთიანობისკენ, რათა მშვიდობიანად, ცივილიზებულად წავიდეს „ოცნება“ სახლში.

“გერმანიაში შევიკრიბეთ ქართველები, რადგან გავაპროტესტოთ გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები საქართველოში. რუსული რეჟიმი თავისი გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა ქართველ ხალხთან. ნამდვილი არჩევნები იყო ის არჩევნები, რაც ემიგრაციაში ჩატარდა, რადგან ქართველმა ხალხმა აიღო 80%, 10% აიღო “ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს სახლში. ემიგრანტები მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას და ქართველ ხალხს ერთიანობისკენ, რათა მშვიდობიანად, ცივილურად გავუშვათ “ოცნება“ სახლში“, – განაცხადა პროტესტის მონაწილემ.

მისივე თქმით, ნამდვილი არჩევნები იყო ის არჩევნები, რაც ემიგრაციაში ჩატარდა, რადგან ქართველმა ხალხმა აიღო 80% ხოლო, 10% აიღო „ქართულმა ოცნებამ“.

“ჩვენ დავინახეთ არჩევნების დღეს, როგორ მიიტაცა ხელისუფლებამ საქართველოს ხალხის ხმები და როგორ გაყალბდა არჩევნები. როგორც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ანუ ანექსია, რაც ჩანს რუსი პროპაგანდისტების სიხარულში, მედვედევის და სხვების გამოსვლებში, თუ, როგორ ხარობენ ჩვენი მტრები და როგორ დავკარგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი ხალხის ხმა“, – განაცხადა პროტესტის მონაწილემ.

“დაიცავი შენი ხმა“ – ამ სლოგანით ემიგრანტები ევროპისა და ამერიკის 14 ქალაქში, დღეს და ხვალ საპროტესტო მარშს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, დამოუკიდებელი ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხის ხმების დაცვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები