spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ახალი ძალების მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ოქტომბრის სასახლის შტურმი პროვოკაცია იყო

კიევი: ოქტომბრის სასახლის შტურმი ხელისუფლების მხრიდან იყო პროვოცირებული, – ამის შესახებ Front News-ს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა ტატიანა ბარანოვსკაიამ განუცხადა. 

 

“შენობის შტურმი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია იყო. სასახლესთან ქალები და პოლიტპატიმრების ახლობლები მივიდნენ, რათა მათი ახლობლების გათავისუფლების პროცესი დაეჩქარებინათ, ჩვენ მოვუწოდეთ მარშის მონაწილეებს, პროვოკაციებს არ წამოგებოდნენ, შტურმში მომიტინგეები არ მონაწილეობდნენ”, – განაცხადა ბარანოვსკაიამ.

 

კიევში, ოქტომბრის სასახლესთან “იმპიჩმენტის მარშის” მონაწილეებსა და პოლიციის შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები