spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალი ელექტრონული საშუალება – “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ ამოქმედდა

ახალი ელექტრონული საშუალება – “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ ამოქმედდა. “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

“საარჩევნო კომპასი საქართველო“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. აპლიკაცია ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდა ბმულზე – geocompass.ge; ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნესტ პეტერ ფიშერმა და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჯონ დიპირომ.

„საარჩევნო კომპასი“ ხელს უწყობს აქტიურ მოქალაქეობას და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას – საკუთარი მომავლის არჩევას გაცნობიერებული ხმის მიცემის გზით. ეს გადამწყვეტია საქართველოში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, რომელიც ჩატარდება მზარდად პოლარიზებულ გარემოში, დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)  და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”, რომელიც მუშაობს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები