ახალი საქართველოს უნივერსიტეტი რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონგლომერატის RESILIENCE-ის დამკვირვებელი წევრი გახდა.
ორგანიზაცია 16 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა.
საპარტნიორო შეთანხმებას ხელი ბოლონიაში (იტალია) მოეწერა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა მელონიმ და პრეზიდენტმა, პროფესორმა ზელდერჰუისმა.