დღეს, ქალაქ ახალციხეში, საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, „ევექსის – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ აცრა მიმდინარეობს.
კლინიკაში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.
საყოველთაო აცრის დღეს, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო ახალციხელები, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მერიაში და მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები. კოვიდის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „ევექსის – ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.