spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ახლა გამბედაობის დროა” – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სთხოვს, რუსეთზე Storm Shadow-ით დარტყმები დაუშვას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, “მწვანე შუქი” აუნთოს უკრაინას რუსეთში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის. მისი აზრით, ახლა გამბედაობის გამოჩენის დროა.

ლივერპულში “ლეიბორისტების” კონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის პრობლემები უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, განსაკუთრებით 2025 წლის ბოლოს და 2026 წელს.

”ასე რომ, ეს არის კრიტიკული დრო გამბედაობის, მოთმინებისა და გამძლეობისთვის მოკავშირეების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას”, – აღნიშნა მან, რითაც სავარაუდოდ, მიმართა თეთრ სახლს, რომელიც რუსეთზე დარტყმისთვის Storm Shadow-ის გამოყენების რისკებით კვლავ შეშფოთებულია.

ლამიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ კიდევ რა არის საჭირო უკრაინის დასახმარებლად, გარდა აღმოსავლეთში ფრონტის ხაზის შენარჩუნების მცდელობისა.

“როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ ოპერაციის დეტალებზე, რადგან ეს მხოლოდ პუტინს დაეხმარება, მაგრამ მოკავშირეებს შორის რეალურ დროში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას ზამთრისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები