არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს, – ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ახმეტაში “კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ, ალტ-ინფოს ხსენება არ უნდა იყოს.
აქციის მონაწილეებს პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ტერიტორიას აქციის 2 მონაწილე განარიდა.
სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ახმეტის ცენტრში საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის კახი მამულაშვილს ოჯახის წევრის კუთვნილ ფართშია განთავსებული.