გუშინ ღამით, ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებასა, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს, დაზიანებულია იქვე მდებარე მასაჟის სალონის შენობა.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის დასრულებულია.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.