spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკია ბარბაქაძე – ეს მაგონებს 1980-იან წლებში წითელ მოედანზე გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავის დაჯდომას, რასაც საბჭოთა კავშირის დანგრევა მოყვა

ეს მაგონებს 1980-იან წლებში წითელ მოედანზე გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავის დაჯდომას, რასაც საბჭოთა კავშირის დანგრევა მოყვა,   – ამის შესახებ Front News-ს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა, პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ  რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის ბაზაზე  მომხადარ აფეთქებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

მისივე თქმით, თუ ამას რუსეთი უკრაინას აბრალებს, მაშინ ამის მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს. 

 

“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს ამ აფეთქებასთან კავშირს, ეს  ნიშნავს, რომ თუ გააკეთა, ღიად არ გაუკეთებია და თუ გააკეთებდა ამის უფლებაც ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის.  ახლა იმარჩიელონ, უკრაინამ გააკეთა ეს, თუ რუსეთმა თვითონ მოიწყო…

 

თუ რუსეთი ამას უკრაინას აბრალებს, მაშინ უნდა არსებობდეს სარადარო ჩანაწერები და  დადოს მტკიცებულებები.  თუ ვერ დაიდო ეს მტკიცებულება, კიდევ უარესი მისთვის. – გამოდის, რომ  მას არ აქვს კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.

 

ის ხომ ატკიცებს, რომ მას აქვს საჰაერო  უპირატესობა, მაშინ როგორ გაეპარა იქ უკრაინა?  ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთი არა თუ მტრის ტერიტორიაზე, საკუთარ ტერიტორიაზეც კი ვერაფერს აკონტროლებს.  და ეს ხდება უკრაინასთან მიმართებით, რომელსაც აქვს პრობლემა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების  და საფრენი აპარატების“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

 

მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე არცერთი მხარე პასუხისმგებლობას არ იღებს და ძნელია გარკვევა, თუ რომელმა მხარემ გააკეთა ეს. 

 

“ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთი  ვერ ახერხებს თავისი ჯარის საწვავით უზრუნველყოფას,  თვითონ ააფეთქა ნავთობის ბაზა და დარჩა საწვავის გარეშე? ძნელია აქ ლოგიკა იპოვო, თუ მას სჭირდებოდა უკრაინისთვის რაიმეს დაბრალება,  არ ეშლება პუტინს ასეთი რამეები – საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქა მოსკოვში, რომ ჩეჩნეთში მეორე ომი დაეწყო, რაღა ნავთობბაზას ააფეთქებდა?“, – განაცხადა ბარბაქაძემ.  

 

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე  ქალაქ ბელგოროდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით  უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინა თავდაცვის ოპერაციას აწარმოებს და პასუხისმგებლობას ვერ აიღებს რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ყველა კატასტროფაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები