spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკია ბარბაქაძე – იქ გინდ მოიგოს და გინდ წააგოს, რუსეთი აქ მაინც მოიქნევს კუდს, იმიტომ რომ დაჭირდება სახის შენარჩუნება

იქ გინდ მოიგოს და გინდ წააგოს, რუსეთი აქ მაინც  მოიქნევს კუდს. იმიტომ რომ მას დაჭირდება სახის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველმა,  პოლკოვნიკმა   აკია ბარბაქაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველოში ჰიბრიდული მთავრობის გამო ქვეყანა გარე საფრთხეებს მოუმზადებელი ხვდება. 

 

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ლუგარის ლაბორატორიას დაგიბომბავ. ჩვენ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და არა ომის დამთავრების.  ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს უყენია საოკუპაციო ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე.  მას ამ ხელშეკრულებით აქამდე უნდა გაეყვანა ის, მაგრამ არღევს ამ ხელშეკრულებას და არ გაყავს ცხინვალიდან და სოხუმიდან საოკუპაციო ჯარები. ახლა რომ გაუჭირდა და ნაწილი ტექნიკა გაიყვანა აქედან, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იქ გინდ მოიგოს და გინდ წააგოს, რუსეთი აქ მაინც  მოიქნევს კუდს. იმიტომ რომ მას დაჭირდება სახის შენარჩუნება. ამის თავი ექნება იმის ფონზე, რომ აქ იქნება ყველაფერი მოუმზადებელი, რადგან  ჰიბრიდული ხელისუფლება უზით აქ“, – გადაცხადა ბარბაქაძემ.  

 

მისი თქმით, საჭიროა თავდაცვის საკითხების სასწრაფოდ  გადაჭრა. 

 

“საჭიროა აქტიური რეზერვის გაშლის თემა, ამას ჭირდება 300 მილიონი ლარი, სტრუქტურა შექმნილია, კანონმდებლობა შექმნილია, სარდლობა შექმნილია, ადამინები დანიშნული არიან, ამისათვის საჭიროა მარტო ნება და ფული. უსწრაფესად  მნიშვნელოვანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეორგანიზაცია“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები